ხანჩჟოუს აეროპორტში მომხდარ ინციდენტს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის თქმით, ობამა ჩინეთში სამარცხვინოდ იმიტომ მიიღეს, რომ მას, როგორც პრეზიდენტს, პატივს არ სცემენ. „ჩემთვის რომ ასე გაეკეთებინათ, თვითმფრინავის კარს დავახურინებდი და უკან გამოვბრუნდებოდი,“-განაცხადა ტრამპმა. ჩინეთი დიდი ოცეულის სამიტზე ჩასულ ობამას პროტოკოლის მიხედვით თვითმფრინავთან ტრაპი არ მიუყენეს, შემდეგ კი ამერიკელ ჟურნალისტებსა და მრჩეველებს მასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.