ბარაქ ობამა ფილიპინების პრეზიდენტს არ შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა ლაოსის სამიტის ფარგლებში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა თეთრი სახლის ლიდერმა შეხვედრა გააუქმა. ამის მიზეზი როდრიგე დუტერტეს მიერ ობამას მიმართ გაკეთებული არაკორექტული განცხადებები გახდა. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ფილიპინების ლიდერი ადამიანის უფლებების შელახვაში დაადანაშაულა, დუტერტემ ობამა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია.