იემენში სახელისუფლო ძალებსა და ამბოხებულებს შორის შეტაკებები გრძელდება. სამთავრობო ძალები ქალაქ სანას უტევენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში შეტაკებებს 26 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 16 ამბოხებულია. სამოქალაქო დაპირისპირება იემენში 2014 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც ხუსიტმა ამბოხებულებმა სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს.