ტერაქტების სერია განხორციელდა სირიაშიც. ქალაქ ტარტუსში არზოუნას ხიდთან რამდენიმე დანაღმული მანქანა აფეთქდა. არაოფიციალური მონაცემებით, აფეთქებებს 35 ადამიანი ემსხვერპლა. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი ახლომდებარე კლინიკებში 40-მდე დაშავებული გადაიყვანეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.