აფეთქებების ხმა ისმის ერაყშიც. ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაღდადის შიიტურ რაიონში ამოქმედდა. ტერაქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.