ტერორისტული აქტების სერია ავღანეთში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქაბულის ცენტრალური რაიონი გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა თავდაცვის სამინისტროს შენობასთან ამოქმედდა. მას შემდეგ კი, რაც ტერაქტის ადგილას ხალხის მასა შეგროვდა, მათ სიახლოვეს თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. აფეთქებებს 30 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი სამხედრო გენერალი და პოლიციის ორი მაღალჩინოსანია.