ლიონელ მესის არგენტინულ კლუბში თამაში სურს. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი goal.com იტყობინება.
„მინდა დავბრუნდე არგენტინაში და ნიუელს ოლდ ბოისში დავიწყო თამაში. მე ამაზე სერიოზულად ვფიქრობ. მთელი ბავშვობა ამ კლუბში თამაშზე ვოცნებობდი,“-აცხადებს არგენტინელი ფორვარდი.
ნიუელს ოლდ ბოისი მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოს საფეხბურთო კლუბია. ის კლუბის საბავშვო აკადემიაში 1995-2000 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც ბარსელონას საფეხბურთო სკოლაში გადავიდა.