არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ფორვარდი ლიონელ მესი იმიჯის შეცვლის მიზეზებზე საუბრობს. ფეხბურთელის თქმით, მან თმა ქერად იმიტომ შეიღება, რომ ახალი ცხოვრების დაწყება სურდა.
„ერთ ჩემთვის ძალიან მძიმე დღეს გადავწყვიტე თმა შემეღება. როგორმე ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო,“-ამბობს მესი.
არგენტინელი ფორვარდი შეცვლილი იმიჯით სტადიონზე ივლისის ბოლოს გამოჩნდა.