რაულ კასტრო პუტინს კუბის ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით მომარაგებას სთხოვს. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კუბის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს საგანგებო წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ენერგომოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად რუსეთის თანადგომა აუცილებელია. ჰავანას ნავთობმომარაგების პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც ვენესუელიდან ნავთობის მიწოდება შეფერხდა.