ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ტარა მურმა შვეიცარიელ კოლეგა კონი პერინზე იქორწინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში პენინმა დაწერა. „ის მე ყოველ დღეს განსაკუთრებულად მიქცევს, მაგრამ დღეს ყველაზე განსაკუთრებული რამ მოხდა. მე მას თანხმობა ვუთხარი,“-წერს ჩოგბურთელი. პერინისა და მურის ქორწინება ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში ერთსქესიანთა პირველი ქორწინება იქნება. 25 წლის პერინი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში 245-ე ადგილს იკავებს, 24 წლის მური კი 171-ე პოზიციაზეა.