ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა გულის ოპერაცია გადაიტანა. 70 წლის ფეხბურთელს შუნტირება ჩაუტარეს. საავადმყოფოში ის 10 დღეს დარჩება.
1 სექტემბერს ბეკენბაუერისა და გერმანიის საფეხბურთო კავშირის სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შვეიცარიაში გამოძიება დაიწყო. მათ ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ედებათ.