რუსეთის მომალავი პრეზიდენტი საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ მოწიფული პოლიტიკოსი უნდა იყოს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას 2018 წლის არჩევნებზე, კრემლის ლიდერი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ჯერჯერობით არაფერი გადამიწყვეტია. წინ საპარლამენტო არჩევნებია და ჯერ მისი შედეგები უნდა გავიგოთ. ამის შემდეგ წინ კიდევ 2 წელი გვექნება. ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.“