ბრიტანეთის დედაქალაქში ლონდონის დიდი ხანძრის ინსცენირება მოაწყვეს. წარმოდგენა ლონდონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის 350-ე წლისთავს მიეძღვნა. ტრაგიკული თარიღის აღსანიშნავად ქალაქის ცენტრში აგებული მე-17 საუკუნის ლონდონის მაკეტი დაწვეს, რომელიც ამერიკელმა მხატვარმა დევიდ ბესტმა ააგო. კონსტრუქცია მდინარე თემზაზე მცურავ პლატფორმაზე განათავსეს. დიდი ხანძარი ლონდონში 1666 წლის 2 სექტემბერს გაჩნდა. ქალაქი 3 დღის განმავლობაში იწვოდა, რის შედეგადაც 13 ათასზე მეტი სახლი განადგურდა და ასობით ადამიანი დაიღუპა.