ჩინეთის ქალაქ ხანჩჟოუში დიდი ოცეულის სამიტი გრძელდება. სამიტის პირველი დღე გრანდიოზული გალა-კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები დაესწრნენ. სამიტზე გლობალური ეკონომიკის საკითხებს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა უკვე გაიმართა, დღეს კი ხანჩჟოუში ერთმანეტს რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერები შეხვდებიან.