თურქეთ-სირიის საზღვარი ისლამისტებისგან მთლიანად გაწმენდილია. ამის შესახებთურქეთის სახელმწიფო სააგენტო ანადოლუ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თურქულმა შენაერთებმა „სირიის თავისუფალი არმიის“ მებრძოლთა დახმარებით ააზაზი-ჯარაბლუსის სასაზღვრო მონაკვეთი მთლიანად გაათავისუფლეს. ოპერაცია „ევფრატის ფარი“ ჩრდილოეთ სირიაში უკვე 11 დღეა, გრძელდება.