დაღესტანში მორიგი სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა. სამართალდამცავებმა მაგარამკენტის რაიონში ორი ამბოხებული მოკლეს. ამბოხებულებმა სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაიჭრა. ლიკვიდირებულთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.