იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, იაპონია გაერთიანებული სამეფოდან საკუთარი კომპანიების შტაბ-ბინებს გადაიტანს. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. ამ დროისათვის ბრიტანეთის ტერიტორიაზე იაპონურ კომპანიებში 140 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბრექსიტის შედეგების გაუქმებას არ აპირებს, თუმცა თანამოქალაქეებს იმ სირთულეების შესახებ აფრთხილებს, რაც გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირის დატოვების შემდეგ ელის. საყოველთაო რეფერენდუმი ბრიტანეთში 23 ივნისს ჩატარდა. ელექტორატის 51 პროცენტმა ხმა ევროკავშირიდან გასვლას მისცა.