5 სექტემბერს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა ხვალ გაიმართება“, - აღნიშნა პესკოვმა. კითხვაზე, იქნება თუ არა ეს შეხვედრა სრულმასშტაბიანი, მან განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა, შედგეს როგორც კულუარებში, ისე სრულმასშტაბიან ფორმატში.
ვლადიმერ პუტინი და ბარაქ ობამა შეხვედრის შესახებ დიდი ოცეულის სამიტის დროს შეთანხმდნენ, რომელიც ჩინეთის ქალაქ ხანჩჟოუში დღეს გაიხსნა.