"სახალხო დემოკრატების" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმას პეტრიაშვილზე მდებარე 172-ე ბაგა-ბაღში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცემს. 
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად 10:00 საათზე მივა. 
30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის)  აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს. 
თბილისელ ამომრჩეველს, პირველად, დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა ეძლევა. დედაქალაქის მოსახლეობამ არჩევანი თბილისის მერობის 9 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.