თბილისის მოქმედი მერი "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმას ძმები ზუბალაშვილების #48-ში მდებარე მე-15 საარჩევნო უბანზე მისცემს.
30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისელ ამომრჩეველს, პირველად, დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა ეძლევა. დედაქალაქის მოსახლეობამ არჩევანი თბილისის მერობის 9 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.