საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ არჩევანს ზანდუკელის #16-ში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში გახსნილ მე-19 საარჩევნო უბანზე დააფიქსირებს. პრეზიდენტის საარჩევნო უბანზე მისი მისვლის დრო ჯერჯერობით უცნობია.
30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისელ ამომრჩეველს, პირველად, დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა ეძლევა. დედაქალაქის მოსახლეობამ არჩევანი თბილისის მერობის 9 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.