ვიწყებთ მზადებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატების" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა "მრგვალ ბაღში" ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან მიმართვა წაიკითხა. მისი თქმით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია და "ჩვენ, როგორც ახალი ძალა, რომელიც აერთიანებს ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილო და ოპოზიციის საქმიანობით იმედგაცრუებულ ხალხს, ჩვენ ვემზადებით პარლამენტის მომავალ რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის".
ასევე ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა 31 მაისიდან იწყებს თავისი პროგრამის განხორციელებას, ხალხთან შეხვედრებისას მათ მიერ დაყენებული საკითხების გადასაჭრელად.
"31 მაისის დილიდან ვიწყებთ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმის, ეკონომიკური პროგრამის, სოციალური პრობლემების, სიღარიბის დასაძლევად თავდადებულ ყოველდღიურ შრომას", _ განაცხადა ივანიშვილმა.