ხვალ, 30 მაისს, 16:00 საათზე "საერთორო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო" გამართავს პრესკონფერენციას მედია საშუალებებისათვის, რომელზეაც გაჭღერდება სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ორგანიზაციის მიერ მივლინებული დამკვირვებლებისაგან მოპოვებული ინფორმაცია. 
"მრაველეროვანი საქართველო" ახორციელებს არჩევნებზე დაკვირვებას ზემოაღნიშნულ რეგიონებში და ამ მიზნით ახორციელებს მონიტორინგს რუსთავის №20; გარდაბნის №21; მარნეულის №22; ბოლნისის  №23;  დმანისის №24; წალკის  №25;  ბარჯომის №36; ახალციხის №37; ადიგენის  №38; ასპინძის №39; ახალქალაქის  №40; და ნინოწმინდის №41 საარჩევნო ოლქებში შემავალ საარჩევნო უბნებზე. 
ორგანიზაციის მიერ მივლინებული 320 დამკვირვებლიდან 140 დამკვირვებელი დააკვირდება საარევნო პროცესს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხოლო 180 დამკვირვებელი განახორციელებს თავიანთ უფლებამოსილებას ქვემო ქართლის რეგიონში. ორგანიზაციის მიერ მოწვეული დამკვირვებლები არიან როგორც ქ. თბილისიდან, ასევე შესაბამისი რეგიონების ქალაქებიდან. 
საინფორმაციო ბრიფინგი ჩატარდება ორგანიზაციის ოფისში მისამართზე: უზნაძის ქ. 117.