სასაზღვრო ბარიერის მშენებლობას მექსიკა არ დააფინანსებს. ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მე მას განვუმარტე, რომ მექსიკა მშენებლობის ხარჯებს არ გადაიხდის,“-აღნიშნა ენრიკე პენია ნიეტომ.
ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს მექსიკის ლიდერი საკუთარი ინიციატივით შეხვდა. ამჯერად დონალდ ტრამპმა მექსიკელები შრომისმოყვარე და პატიოსან ხალხად მოიხსენია. წინასაარჩევნო კამპანიისას კი ის მექსიკელებს ნარკომოვაჭრეებსა და მოძალადეებს უწოდებდა. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ტრამპი მექსიკის საზღვარზე დამცავი ბარიერის მშენებლობას გეგმავს.