უკრაინა რუსეთს სანქციებს უზრდის. ვიცე-პრემიერ კუბივის განცხადებით, ე.წ.“შავი სია“ 259 ფიზიკური და 46 იურიდიული სუბიექტით გაიზარდა. სანქციები გაუგრძელდა იმ 388 ფიზიკურ და 105 იურიდიულ სუბიექტს, ვინც „შავ სიაში“ მანამდე ირიცხებოდა.
კიევმა რუსული მხარისთვის სანქციების დაწესება 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო, რითაც ევროკავშირის ინდივიდუალურ სანქციებს შეუერთდა.