შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ რუსეთის პარალიმპიური კომიტეტის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს განჩინებით, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუს პარალიმპიელებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვებენ. დისკვალიფიკაციის მიზეზი დოპინგ-სკანდალი გახდა.
ცოტა ხნის წინ საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პუტინმა გააკრიტიკა. ოლიმპიურ თამაშებზე შეზღუდული უნარების მქონე სპორტსმენების არდაშვებას მან არამორალური და არაადამიანური საქციელი უწოდა. კრემლის ლიდერის გადაწყვეტილებით, რუსეთი თავის პარალიმპიურ თამაშებს ჩაატარებს.