ტერორიზმი გერმანიაში მიგრანტთა კრიზისს არ უკავშირდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გაზეთ Sueddeutsche Zeitung-სთვის მიცემულინტერვიუში განაცხადა.
„არასწორია ვამტკიცოთ, რომ ტერორიზმი ჩვენს ქვეყანაში ლტოლვილებთან ერთად შემოვიდა. ტერორიზმი სხვადასხვა ფორმითა და პოტენციალით მანამდეც იყო და ჩვენ პოტენციურ ბოროტმოქმედებს ვუთვალთვალებდით. ცვლილებები ყოველთვის ცუდი არ არის. ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერ სიტუაციაში გერმანია გერმანიად დარჩება ყველა იმ ფასეულობით, რაც ჩვენთვის ძვირფასია,“-აღნიშნა მერკელმა.