ჩრდილოეთ კორეაში განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, რი იანგ ჩინი და ვანგ მინი საზენიტო დანადგარიდან გასროლით სიკვდილით დასაჯეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი დამნაშავედ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისადმი დაუმორჩილებლობისთვის ცნეს. განათლების მინისტრი კი, გავრცელებული ინფორმაციით, სიკდვილით იმის გამო დასაჯეს, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის დროს ჩაეძინა. მას, ასევე, ბრალი კორფციაშიც დასდეს.
კიმ ჩენ ინი ქვეყნის სათავეში საკუთარი მამის გარდაცვალების შემდეგ, 2011 წელს მოვიდა. მის სახელს უკავშირდება სიკვდილით დასჯის არა ერთი შემთხვევა, მასობრივი წმენდა და მოქალაქეების სამსახურებიდან გათავისუფლება.
რამდენიმე თვის წინ კიმ ჩენ ინმა სიკვდილით ქვეყნის სამხედრო მეთაური, გენერალი ლი იონ-გილიც დასაჯა. მას ბრალი კორუფციაში დასდეს.