უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ დონეცკის ოლქში, ქალაქ სვიატოგორსკთან, 106 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა. უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტები ე.წ. "კანონიერი ქურდის", ლიოხა კრასნოდონსკის სახელით ცნობილი ალექსეი სალნიკოვის დაკრძალვის დროს დააკავეს.
სამართალდამცველების განცხადებით, პოლიცია მათ სეპარატსტებთან შესაძლო კავშირს შეამოწმებს. დაკავებულთაგან ზოგიერთს ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი აღმოაჩნდა. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არიან რუსეთისა და მოლდოვის მოქალაქეები.
სამართალდამცავთა ცნობით, თავად სალნიკოვი 25 აგვისტოს ნარკოტიკის ჭარბი დოზის მიღებით გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა.