ბრიუსელში, პოლიციის კუთვნილი შენობის მახლობლად, აფეთქება მოხდა. გავრცელებული ნფორმაციით, სავარაუდოდ, ორმა უცნობმა პირმა ავტოსადგომზე მანქანა გააჩერა, შემდეგ კი აფეთქება განახორციელეს.
კრიმინოლოგიის ინსტიტუტს ცეცხლი წაეკიდა. ინციდენტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა, რის გამოც არავინ დაშავებულა.
ამ დრომდე უცნობია აფეთქების ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ვინაობა.
შეგახსენებთ, რომ მარტში, ბრიუსელის მეტროში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ბელგიის დედაქალაქში უსაფრთხოების მესამე დონე მოქმედებს.