დღეს, იტალიაში ეროვნული გლოვის დღეა. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია 27 აგვისტოს გაიმართება. ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო დაწესებულების შენობაზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ.
იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 278 ადამიანი დაიღუპა, თითქმის 400 ჰოსპიტალიზებულია.
6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე მოხდა. ყველაზე მეტად ქალაქი ამატრიჩე დაზარალდა, სადაც შენობების ¾ ნანგრევებად იქცა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.