ბოლოვიაში მომიტინგე მაღაროელებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე როდოლფო ილიანესი მოკლეს, რომელიც მძევლად ყავდათ აყვანილი. უცხოური მედიის ინფორმაციით, ილიანესი მაღაროელებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის მათთან მოლაპარაკებებისთვის მივიდა.
მაღაროელები ხელფასის მატებასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.