2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო. კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთის ფასი 5, 10 და 15 ლარია, რომლის შეძენა გულშემატკივარს www.tkt.ge-ზე შეუძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევ ეტაპზე სამ საშინაო შეხვედრას გამართავს. 31 აგვისტოს ალბანეთთან, 7 სექტემბერს მონტენეგროსთან, ხოლო 14 სექტემბერს - სლოვაკეთის ნაკრებთან.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს 26 მაისის მოედანზე მდებარე თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
ყველა შეხვედრები 19:00 საათზე დაიწყება.