საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია საზოგადოებას მოუწოდებს არჩევნებზე მხარი ირაკლი ალასანიას არ დაუჭიროს.
"როდის უნდა მოეგოს გონს საზოგადოება, რომ ისწავლოს შეფასება ე.წ. პოლიტიკური ძალებისა და მათ მიერ გაკეთებული საქმეებისა? მხედველობაში მაქვს პოლიტიკური ორგანიზაცია "ალიანსი საქართველოსთვის", რომლის ხელმძღვანელია ირაკლი ალასანია. შეგახსენებთ, რომ ეს ის ალასანიაა, რომელიც შევარდნაძის მოღვაწეობის პერიოდში ე.წ. უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, რომელიც თანამდებობას ბოროტად იყენებდა, ხელს უწყობდა ნარკოტიკების რეალიზაციას, კორუფციას, ტრეფიკინგს და სხვა. ირაკლი ალასანია კურირებდა ნარკოტიკების შემოტანასა და მის რეალიზაციას პანკისის ხეობიდან", - ნათქვამია საზოგადოებისადმი მიმართვაში, რომელიც გამსახურდიამ საკუთარი ადვოკატის მეშვეობით გლდანის საპყრობილიდან გამოაგზავნა.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიცია საკუთარი კეთილდღეობის მოპოვების საფასურად საზოგადოების ხარჯზე ექსპერიმენტებს ატარებს".