ქრისტიან-დემოკრატებმა ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეაჯამეს.
ფილარმონიაში პარტიის თბილისი ორგანიზაციის მიერ გამართულ ფორუმზე გიორგი თარგამაძის გუნდმა იქ შეკრებილებს წინასაარჩევნო პროგრამა კიდევ ერთხელ გააცნო და მოსახლეობას მათი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს.
ფილარმონიაში შეკრებილ ამომრჩევლებთან და პარტიის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ ექსპერტები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.