თურქეთი აცხადებს, რომ საზღვარი სირიასთან „სრულად უნდა გაიწმინდოს“ ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებისგან. რადიო თასვისუფლება გადმოსცემს, რომ ისლამური სახელმწიფოა პასუხისმგებელი ქვეყნის სამხრეთში მომხდარ თავდასხმაზე, როდესაც ქორწილის დროს ბომბის აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაიჭრა. ტერაქტი შაბათს ღამით მოხდა ქალაქ გაზიანტეპში. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, რომ თვითმკვლელი ტერორისტი იყო 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვი და რომ დეტონაცია ან მან განახორციელა ან სხვებმა. ერდოანის სიტყვებით, ამგვარი თავდასხმების მიზანია ქიშპის გაღვივება ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე. გეზიანტეპი სირიის საზღვრიდან 64 კილომეტრზე მდებარეობს.