მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი არჩევნებზე მხარდაჭერას თბილისის მერობის "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატ ირაკლი ალასანიას უცხადებს.
"რამდენიმე ადამიანმა გამიზიარა თავისი აზრი თქვენი პიროვნების შესახებ და მთხოვეს, როგორმე გადმოგცეთ ჩემი აზრი. სიამოვნებით ვასრულებ მათ თხოვნას, რადგან მათ დაკვირვებას ჩემი შეხედულებაც ემთხვევა. მაოცებს თქვენი აუმღვრელობა და ტიტანური სიმშვიდე უაღესად გამაღიაზიანებელ ვითარებაშიც კი. მაოცებს, მიუხედავათ იმისა, რომ ვიცი მიზეზი ხსენებულ თვისებათა არსებობისა თქვენს ხასიათში - ეს არის თქვენი უახლოესი თუ შორეული წინაპრების სამშობლოსათვის თავდადება და პირადად თქვენი ნებაყოფლობით ნაკისრები პასუხისმგებლობა ქართველი ერის სამსახურში მსოფლიოს თვალწინ. გმადლობთ, ბატონო ირაკლი, იმისათვის, რომ ასე ღირესეულად წარუდგინედ ქართული ხასიათი ჩვენს მტერსა თუ მოყვარეს! მაღალმა ღმერთმა წარმატებით გატაროთ ცხოვრების გზაზე, ლამაზო კაცო!", - ნათქვამია ჭაბურია ამირეჯიბის წერილში, რომელიც მან ირაკლი ალასანიას გაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. მის ფარგლებში თბილისი პირდაპირი წესით დედაქალაქის მერსაც აირჩევს.