20-21 აგვისტოს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაიმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთასამინისტროს პროექტის „საქართველოს თასი ლაშქრობაში" ფინალური ეტაპი.
თასის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რეგიონალური გუნდები: ყვარელი; ბაღდათი;ასპინძა; წალკა; თიღვა; ყაზბეგი; ჩოხატაური; ხულო; ფოთი; ლენტეხი.
პროექტმა სტარტი ივლისში აიღო და საერთო ჯამში 74 მუნიციპალიტეტის 370 მონაწილე გააერთიანა.
თასის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 15:00 საათზე, ბანაკის ტერიტორიაზე.
პროექტში მონაწილეობას იღებენ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საქართველოს ყველამუნიციპალიტეტიდან (74 მუნიციპალიტეტი/მერია). მონაწილეებს ადგილზე ჩაუტარდათ სპეციალურიინსტრუქტაჟი თამაშის სპეციფიკისა და პრინციპების შესახებ, ასევე, მიიღეს სასარგებლო ინფორმაციაბუნებაში ორიენტირებისა და თვითგადარჩენის ხერხების შესახებ.
პროექტის შესახებ:
პროექტი მოიცავს II ეტაპს. I ეტაპზე თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნა 5 კაციანი მუნიციპალურიგუნდები, რომლებიც შეეჯიბრებიან ერთმანეთს საუკეთესო რეგიონული გუნდის გამოსავლენად. მე-2ეტაპზე, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, ორი დღის განმავლობაში გაიმართება 10 რეგიონული გუნდისშეჯიბრება და გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცემა სპეციალური პრიზი - გარდამავალი ,,საქართველოს თასი ლაშქრობაში" და თითოეული მონაწილისათვის სამახსოვროსერტიფიკატი.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მონაწილეებსსატრენინგო მომსახურებით, ადგილზე კვებით, კარვებით, საძილე ტომრებით და ყველა სხვა საჭიროინვენტარითა და აღჭურვილობით, ხოლო ,,საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია"უზრუნველყოფს შეჯიბრების მოწყობასა და მონაწილეთა ინსტრუქტაჟს.