რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შმაგი ბოლქვაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
პირველ მერვედფინალურ შეხვერდაში ქართველმა სპორტსმენმა ფინელი ტერო ვაელიმაეკი დაამარცხა, მეოთხედფინლაში ოლიმპიურ ჩემპიონ ირანელ ომიდ ნოროოზს სძლია და ნახევარფინალში გადავიდა.
22 წლის ქართველი მოჭიდავე ნახევარფინლაში სერბ დავორ შტეფანეკთან სუფთად დამარცხდა. მესამე ადგილის მოსაპოვებლად ბოლქვაძე იაპონელ მეტოქეს ტომოჰირო ინუესას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.