ლაშა ტალახაძე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძე კი ბრინჯაოს პრიზიორი.
+ 105 კგ-შ მოასპარეზე ქართველმა ძალოსნებმა 16 აგვისტოს ისტორიული და აქამდე არნახული შედეგი დააფიქსირეს.
ლაშა ტალახაძემ ჯამში 473 კილოგრამი დაიმორჩილა, თურმანიძემ კი 448 კგ. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.
22 წლის ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ორივე მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა და ატაცში 215 კგ. აკვრაში კი 258 კგ. დააფიქსირა, თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი ატაცში 207, ხოლო აკვრაში 241 კილოგრამის დაძლევით მოიპოვა, თურმანიძემ ასევე ყველა ცდა წარმატებით შეასრულა ორივე მოძრაობაში.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ ეტაპისათვის უკვე 5 მედალი - 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინაჯო აქვს მოპოვებული.