რომის პაპმა ფრანსიცკომ ყოფილ სექსმუშაკებს მოდიში მოუხადა, - ამის შესახებ Reuters იტყობინება.
სააგენტოს ინფორმაციით, რომის პაპმა იოანე XXIII-ს თავშესაფარი მოინახილა სადაც 20 ყოფილი მეძავი ცხოვრობს.
პაპმა მათ ბოდიში მოუხადა, „იმ ადამიანების გამო, რომლებმაც თქვენ ტანჯვისთვის გაგიმეტეს“.
„მე ბოდიშს გიხდით ყველა კათოლიკისა და მორწმუნის სახელით, რომლებიც ექსპლუატაციას გიწევდნენ და გაუპატიურებდნენ. იცხოვრეთ იმედით და იმ მომავლისადმი სიხარულით, რომელიც გელოდებათ“, - მიმართა პაპმა ყოფილ სექსმუშაკებს და მოუწოდა რომ აუცილებელია, ისინი იყვნენ ძლიერები.
იოანე XXIII-ს თავშესაფარში სხვადასხვა ეროვნების - იტალიელი, რუმინელი, ნიგერიელი, უკრაინელი, ტუნისელი, ალბანელი - ქალი ცხოვრობს, რომლებიც ადრე ჩართულნი იყვნენ პროსტიტუციაში ძალის გამოყენებით ან ტყუილით.