ავღანეთში დრონით განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად „სიამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ლიდერი ჰაფიზ საიდ ხანი დაიღუპა.
ინფორმაციას პენტაგონში ადასტურებენ. BBC აზუსტებს, რომ ფაქტი ჯერ კიდევ გასულ თვეს მოხდა.
2015 წელს ავღანეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ჰაფიზ საიდ ხანი სწორედ დრონის მიერ მიტანილი აიავიაიერიშისშედეგად იქნა ლიკვიდირებული, თუმცა ISIS-ი ამტკიცებდა, რომ მათი ლიდერი გადარჩა.
2016 წლის 12 აგვისტოს აშშ-ში გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ჰაფიზ საიდ ხანის ლიკვიდაცია მოხდა 26 ივლისს და ფაქტი დადასტურებულია.
პენტაგონის წარმომადგენლის, გორდონ ტროუბრიჯის განცხადებით, ჰაფიზ საიდ ხანი ლიკვიდირებულა აშშ-ის უპოლოტო სამხედრო აპარატით მიტანილი ავიადარტყმის შედეგად.