მოსკოვმა, შესაძლოა, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ დარჩა სიტუაციაზე გავლენის მოხდენის სხვა მექანიზმები, დღის წესრიგში დიპურთიერთობების გაწყვეტა დადგება.
„რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, თქვენთვის ცნობილია, რომ ისტირიაში ყველაფერი მომხდარა. შეგახსენებთ რომ ცნობილი მოვლენების შემდეგ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს საქართველოსთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს მედვედევმა სოჭში.
მისი თქმით, პირადა მის სურვილს არ წარმოაგდნეს რომ ვითარება ასე განვითარდეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი იღებს.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა დადო პირობა, ყუარდღების გარეშე არ დატოვოს ყირიმში, ორი რუსი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობა. მან უკრაინის ხელისუფლება ტერორში დაადანაშაულა.