ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი მაუწყებლებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის განკუთვნილი დროის თანაბრად განაწილებისკენ მოუწოდებს.
"მედიამაუწყებლები არიან დამოუკიდებულები თავიანთ სარედაქციო საქმიანობაში, მაგრამ ცესკო მოუწოდებს მათ, დაიცვან საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო დრო ყველა სუბიექტზე თანაბრად გადაანაწილონ", - განაცხადა ხარატიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ მაუწყებლებს მათი საარჩევნო კამპანიის არასათანადოდ გაშუქებაში არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ტელეკომპანიები ყველაზე დიდ დროს მმართველი გუნდისა და მისი კანდიდატების საარჩევნო კამპანიის გაშუქებას უთმობენ.