"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" თბილისელ ამომრჩეველს მოუწოდებს მერის არჩევნებში გიგი უგულავას ხმა არ მისცენ. შესაბამისი მიმართვა საზოგადოებას დღეს, პარტიის ოფისში, "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააცნო.
"გიგი უგულავა სააკაშვილის კრიმინალური ტყუპისცალი და მასზე უარესი არამზადაა, რომლის კისერზეც უამრავი სამარცხვინო დანაშაულია - ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიონების გაფლანგვა, მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევები, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა", - განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, ზემოთქმული კარგად არის ცნობილი არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური ძალებისთვისაც, თუმცა "ლეიბორისტების" ლიდერისთვის გასაკვირია, რომ ყველა მათგანი მაინც პირში წყალს იგუბებს.
ნათელაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს - არავითარ შემთხვევაში მერად გიგი უგულავა არ აირჩიონ.