არჩევნებში მონაწილე კანდიდატები წინასაარჩევნო შეხვედრებს ასრულებენ. ამომრჩევლებთან შემაჯამებელი შეხვედრები დღე რამდენიმე კანდიდატმა გამართა, მათ შორის "ალიანსი საქართველოსთვის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნუგზარ გაბუნიამ.
გაბუნიამ დასაქმებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული პროგრამა დღეს საკუთარ ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ გაახსენა და მათ პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას შეეცდება, რომელიც გლდანის მოსახლეობას აწუხებს.
წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა გლდანის რაიონის ლუწ ოლქებში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკო ხაჩირიშვილმაც.
"მოსახლეობისგან ძალიან ბევრი კონკრეტული დავალებები მივიღეთ. ჩვენ მისი მოგვარება უკვე დავიწყეთ და გლდანის მაცხოვრებლებთან ერთად მივადევნებთ თვალს თუ როგორ დასრულდება ეს სამუშაოები", - განაცხადა ხაჩირიშვილმა.