"ქრისტიან-დემოკრატები" საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას "წარმატებულად" აფასებენ.
პარტიის ლიდერებმა წინასაარჩევნო პერიოდში გამართული შეხვედრები დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში შეაჯამეს.
"ყველა დაფიქრდეს 30 მაისს და ხმა მისცეს ლიდერებს არა იმის მიხედვით, ვინ უკეთ ფლობს 5 ენას, ვინ არის კარგი თბილისელი ბიჭი, ვინ გამოიყურება უფრო სიმპათიურად, ან ვის უფრო კარგი სატელევიზიო გამოსვლები ჰქონია ამ წლების განმავლობაში, არამედ ხმა მისცეს უკეთეს საარჩევნო პროგრამას", - განაცხადა მოძრაობის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ინგა გრიგოლიამ.