უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინე გრიშჩენკომ გააკეთა.
"უკრაინა გააგრძელებს ნატოსთან ურთიერთობების განვითარებას, მაგრამ მისი ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში წევრობის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია", - განაცხადა გრიშჩენკომ.
მისივე თქმით, ალიანსის წევრობის იდეა უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობაში მხარდაჭერით არ სარგებლობს და დესტრუქციულად მოქმედებს უკრაინის საგარეო პოლიტიკის ეფექტურობაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დასძენს, რომ სწორედ ასეთი მიდგომა ეხმიანება დღეს არსებულ საკითხთა თანამედროვე მდგომარეობას.