ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში
საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებას კიდევ ერთხელ მოსთხოვს.
საკითხს ოფიციალური ვაშინგტონი მომავალ კვირას, ჟენევის შეხვედრაზე დააყენებს.
განცხადება ამის შესახებ შეერტებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა, აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე გააკეთა.
"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქართველ პარტნიორებთან, რათა შევძლოთ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება. მომავალ კვირას, ჟენევის მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ დავადასტურებთ საქართველოსადმი უკომპრომისო მხარდაჭერას", - განაცხადა ჰილარი კლინტონის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე შეერთებული შტატების დელეგაციას სწორედ ფილიპ გორდონი უხელმძღვანელებს