ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის განცხადებით, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა "აშშ-ის ინტერესებისა და მეგობრების შეწირვის ხარჯზე არ ხდება".
"როცა პრეზიდენტმა ობამამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა, მან ნათლად თქვა, რომ ეს არ მოხდებოდა ჩვენი ინტერესების ან მეგობრების შეწირვის ხარჯზე. ჩვენ ვდგავართ ამ პრინციპებზე. ვდგავართ საქართველოსთან და ეს განვუმარტეთ რუსეთს. ჩვენ მივაღწიეთ რუსეთთან უკეთეს ურთიერთობას, მაგრამ ამავე დროს ვრჩებით საქართველოს მეგობრად. ასე რომ, წარმატებული ვართ ორივე შემთხვევაში", - განაცხადა გორდონმა ტელეკომპანია "იმედის" ამერიკის ბიუროს კორესპონდენტთან ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"გვინდა საქართველო ვნახოთ მთლიანი", - განმარტა მან.